ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაცაის იმის შესახებ, რომ სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 30 ნოემბრამდე ხელისუფლების ზეწოლით დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ კომენტარი ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას სიცრუეში დასდო ბრალი. კვირიკაშვილის განცხადებას ნიკა მელიას პასუხიც მოჰყვა. ნიკა მელიას კი მის განცხადებაზე ლევან კობერიძემაც უპასუხა:
„ძალიან საინტერესო ანალიზი შეიძლება გაკეთდეს თქვენი გაკეთებული განცხადებებისა და ქცევიდან გამომდინარე, ორი დღის განმავლობაში. ვირტუალური რეალობის შექმნა, რომ თქვენი პროფესიაა და სიცრუის, ეს გასაგებია, დაბრალებები, რომ რაღაც ზეწოლები მიმდინარეობს, თვითონ მოსამართლეები უარყოფენ ამ ყველაფერს, მე მგონია, რომ თქვენი პარლამენტში შემოსვლის მიზანი, მხოლოდ ტელეკამერებთან სიახლოვეა, უბრალოდ გავიწყდებათ, რომ ჩვენც ვიძლევით ინტერვიუებს და თქვენი სიცრუეები მარტივად და ადვილად ბათილდება. შეგიძლიათ არ შეწუხდეთ ამ ნაწილზე, მშვიდად იყოთ და დაწყდანრდეთ“, - მიმართა ლევან კობერიძემ ნიკა მელიას.
მასალის გამოყენების პირობები






