„საქართველოს მთავრობა რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრაზე მუშაობს“- გიორგი გახარია
პოლიტიკა - 16:11, 26 Nov, 2016     1063
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის საკითხებზე იმუშავებს. ამის შესახებ გახარიამ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სესიაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ.

როგორც გიორგი გახარიამ რეგიონების განვითარების მიმართულებით დისბალანსის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული რეგიონებში რესურსული ბაზების გამოვლენისთვის, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პოტენციალს ქმნიდნენ. ‘’’ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწყებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამოვლენა და რეგისტრირება“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოწვევის აშკარა პასუხი იყო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ნაწილი, რომელშიც პოლიცენტრულ-ურბანულ მოწყობაზეა საუბარი. „პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ აქტიურად იყოს ჩართული როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში. შესაბამისად, ამ ყველაფრის შედეგად, სულ რამდენიმე ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყველა ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყებს მუშაობას და უახლოეს პერიოდში მოამზადებს სპეციალური პროექტების ბიბლიოთეკას. შეიქმნება კომერციული პროექტების გარკვეული ბანკი, რომელიც რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს“ – აღნიშნა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42