საბავშო ბაღების მიმართულებით განსახორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პარლამენტის რიიგარეშე სხდომაზე ისაუბრა:
”ახალი კანონი მიღებულია. სტანდარტებზე მუშაობა დაწყებულია, რომელშიც გაერო-ს განვითარების ფონდი გვეხმარება. თითქმის ყველა სტანდარტი მზად არის, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაცია, გვეხმარება UNICEF-ი. კანონის იმპლემანტაცია 2017 წლის აპრილიდან დაიწყება. ჩვენ ვამზადებთ სასწავლო პროგრამებს. აღმზრდელ-პედაგოგების მომზადების ტრენინგ-მოდულებიც მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ კანონით აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი დაუბრუნდათ, რაც ამ რეფორმის ძალიან დადებითი მხარეა.
საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს, სადაც არა აქვთ საშუალება. მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღების მომსახურებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სახელმწიფომ სრულად აიღო მისი დაფინანსება. მუნიციპალიტეტებს ვეხმარებით შენობებით - ვცდილობთ, რომ სკოლებში, სადაც არის საშუალება, ხელი შევუწყოთ, რომ განლაგდნენ”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






