„საქართველოს შეუძლია ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს“- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:54, 26 Nov, 2016     1262
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში გაეროს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თურქმენ კოლეგასთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაეროს ეგიდით აშხაბადში ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაზე მონაწილეობის შესაძლებლობისათვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევის მიღებისა და ვიზიტისათვის.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით. მხარეებმა საქართველო-თურქმენეთის პარტნიორობის თვალსაზრისით, მსხვილი რეგიონული და რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ერთობლივად განხორციელების პრიორიტეტულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის“ გზა“ ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, პროექტის Lapis Lazuli მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს პროექტის ფარგლებში თურქმენეთსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო მონაკვეთის ოფიციალურად გახსნა, კიდევ ერთხელ მიულოცა.

შეხვედრისას საქართველოს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისაკენ ენერგომატარებლებისა და სხვა სახის ტვირთის სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელოვანი პოტენციალი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირებისათვის, ხელშეწყობის მზადყოფნა დაუდასტურა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტმა, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს გაუსვა ხაზი; გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს კასპიის ენერგომატარებლების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების პროექტებისა და ინიციატივების განვითარებაში, და ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ერთობლივი ბიზნესფორუმების ჩატარებას და წარმოების შექმნას, ასევე თურქმენი მეწარმეებისა და ინვესტორების ვიზიტებს, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების შესწავლისათვის.

საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-თურქმენეთის კულტურულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ასეთი ურთიერთობები განსაკუთრებით უწყობს ხელს ჩვენი ერების ურთიერთგაგებას, დაახლოებასა და მეგობრობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42