ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს ამ პროცესში - ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 15:25, 26 Nov, 2016     1450

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშრებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომს აქართველოს ამ პროცესში ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა აქვს:

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან პირველი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2010 წელს მიიღო უკრაინამ, შემდეგი ქვეყანა ეს იყო მოლდოვა, რომელმაც მიიღო 2011 წელს, სამწუხაროდ საქართველომ სამოქმედო გეგმა მხოლოდ 2013 წლის დასაწყისში მიიღო.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმის განხორიციელებას, ეს არა იმიტომ, რომ მე შევადარო ქვეყნები ერთმანეთს, უბრალოდ სტატისტიკის მიზნებისთვის, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად სასჭირდა 4 რეპორტი და ეს განხორციელდა 33 თვის განმავლობაში. მოლდოვას დასჭირდა 5 რეპორტი და ის განხორციელდა 34 თვის განმავლობაში და რაც შეეხება უკრაინას რა თქმა უნდა მას დასჭირდა კიდევ უფრო დიდი დრო, რაც შეეხება პერიოდს და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა, მოლდოვამ მიიღო სამოქმედო გეგმა 2011-ში ჩვენ კი 2013 წლის 25 თებერვალს. ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლიდან დაიწყო უკრაინის კრიზისი, 2015 წელს ერთი მილიონი მიგრანტი შევიდა ევროპაში და ასევე, 2015 წელს დაფიქსირდა უპრეცენდენტო რაოდენობის თავშესაფრის მოთხოვნა გერმანიში. სწორედ ამან გააჩინა მოთხოვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე წინა ქვეყნებთან არსებულმა შემთხვევბმა გააჩინა პრაქტიკა, შემუშავებულიყო და განახლებულიყო შეჩერების მექანიზმი და დებულება, რომელზეც მუშაობა დაიწყო ევროკავშირმა 2016 წლის გაზაფხულზე.

რას აკეთებს საქართველო ამ მოცემულობის ფარგლებში? ჩვენ გარდა იმისა, რომ რეკორდულად სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ყველაზე დროულად შევასრულეთ ის საშინაო დავალება, რაც გვეკისრებოდა და მოვექეცით იმ განვიტარებული მოვლენების პერიოდში, მიუხედავად ამისა, ვაწარმოეთ აქტიური პოლიტიკა ორმხრივი ურთიერთობების წევრ ქვეყნებთან და ასევე ევროკავშირის სტრუქტურებთან.

დეკემბერში, მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველივე ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ევროკავშირში და იქ ცატარებული შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომს აქართველოსთვის კომისიას პოზიტიური გადაწყვეტილება მიეცა. ამის შემდეგ ჩვენ ვიმყოფებით ყოველდღიურ რეჟიმში და მე პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ პრემიერ-მინისტრი, მთელი მტავრობა და ყველა შესაბამისი უწყება იმყოფება ყოველდღიური კონტაქტის და თანამშრომლობის რეჟიმში არამხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებთან, არამედ წევრ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი აქტიური მუშაობა გერმანიასთან, საფრანგეთთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, რათა ჩვენი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაართულებს ევროკავშირში ისედაც რთულ მიგრაციულ პროცესებს.

ამის შედეგად მირებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები, 2016 წლის 7 ივლისსევროპარლამეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, 5 სექტემბერს სამოქალაქო ტავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტემა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, 5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტიელბა საქართველოსთან დაკავშრებით და იგი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც განახლდება შეჩერების მექანიზმი.

შეჩერეის მექანიზმი, ასევე ძალიან აქტიურად გადის მოლაპარაკების პროცესს, ტექსტი შეტანხმებულია, გარკვეულიდ ეტალები დარჩა ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის, ეს გადაწყვეტილებაც იქნება ძალიან მალე მირებული. აღნიშნული ასევე დადასტურდა ევროკაშვირის საგარეო საქმეთა საბჭოს 14 ნოემბრის გადაწყვეტიელაბში,ს ადაც ერთხმად მოუწოდებენ დროულად დასრულებსიკენ გადაწყვეტიელბის მირების პროცესს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარე კვირაშიც მქონდა კომუნიკაცია ყველა კოლეგასთან რომელიც ამ პროცესს ახორციელებს. ჩვენ არა მხოლოდ რუმინეთის, არამედ ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხარდაჭერა გვაქვს ამ პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42