,,მძევალი მიტროპოლიტი“ - მეუფე ისაია რუსმა ოკუპანტებმა ახალგორიდან საშვით გამოუშვეს
პოლიტიკა - 15:04, 26 Nov, 2016     11974
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია (ჭანტურია), რომელიც 2 წელია ეპარქიიდან იმ მიზეზით არ გასულა, რომ მას რუსი ოკუპანტები უკან დაბრუნებას უკრძალავდნენ, 25 ნოემბრეს სპეციალური საშვი მისცეს და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუშვეს. ,,ნიუპოსტის“ ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მეუფეს მხოლოდ საახალწლოდ აქვს დარჩენის უფლება, ხოლო შემდეგ ოკუპირებულ ახალგორში უნდა დაბრუნდეს. არსებული ინფორმაციით, შეთანხმება იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრობლმოდ გადასულიყო, რუსეთში პატრიარქის ვიზიტისას გადაწყდა.


,,ნიუპოსტი“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუკავშირდა. დავით ონიაშვილი ამბობს, რომ ამ დოისთვის დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ გუშინ მეუფე პატრიარქს შეხვდა, ხოლო მოგვიანებით გამგებელი თავად აპირებს მეუფესთან დეტალურად საუბარს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ისაიას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ნოქიზისა და ცხინვალის ეპარქია არცერთი წუთით არ დაუტოვებია და ბოლომდე მრევლის და იქ მცხოვრები ადამიანების გვერდით იდგა.

მეუფე ისაიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

,,გული სევდით ივსება, უღონობა გიპყრობს, როდესაც შენი ძირძველი მიწა-წყალი ოკუპირებულია,ხოლო იქ დარჩენილი თანამოძმენი მძევალნი...

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლის დიდი ნაწილი ხელოვნური მავთულხლართებითაა გამოყოფილი დანარჩენი საქართველოდან, ომმა ყველაზე მეტად ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქია დააზარალა...აი როგორ იხსენებდა ომის დღეებს ეპარქიის მმართველი მეუფე ისაია "აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა.განსაცდელის პირველი ტალღა იყო,როცა ბრძოლები ჯერ კიდევ ჩვენგან მოშორებით მიმდინარეობდა,როცა გიშენდნენ ქვემეხებიდან,რაც ფსიქოლოგიურად მძიმე იყო...მერე განსაცდელის ახალი ტალღა მოიწია,გამოჩდნენ ბომბდამშენები,რომელთა ჭურვები აზანზარებდა აქაურობას,ეს შემზარავი სანახაობა იყო...ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით,წირვის შემდეგ ყველანი ერთად სატრაპეზოში ვისხედით,ჩვენი სატრაპეზო ერთსართულიანი ნაგებობა იყო,მის გვერდით სენაკები გვქონდა.მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოგდებული,სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა."

ამ ყველაფრის მიუხედავად მღდელმთავარს ერთი დღითაც არ დაუტოვებია ეპარქია და თავის მრევლთან ერთად იცავდა იქაურობას, უფრო მეტიც იგი უშიშრად გადადიოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში და იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას, ქართულ მონასტერს სულიერად აძლიერებდა...

2014 წლის აპრილში მეუფეს გამოუცხადეს, თუ ახალგორიდან გავიდოდა, იქ აღარსოდეს არ შეუშვებდნენ,მეუფე ისაიამ მიიღო გადაწყეტილება დარჩენილიყო ახალგორის მონასტერში. 2 წელზე მეტი გავიდა...მეუფე ისაია 25 ნოემბერს გამოვიდა ახალგორიდან, საოკუპაციო ხელისუფლებამ მისცა საბუთი, რომლის თანახმადაც მას, როგორც მღვდელმთავარს ნებისმიერ დროს შეუძლია ახალგორში შესვლა...

სიტყვები არ მყოფნის,არ ვიცი რა ვთქვა,გილოცავ მეუფევ,ვულოცავ საქართველოს, რომ თქვენნაირი მღვდელმთავარი ჰყავს,მიხარია რომ თქვენი მეგობარი ვარ,მინდა რაც შეიძლება მალე გიხილოთ ჩვენს უნივერსიტეტში,რათა ჩვენმა სტუდენტებმა თქვენგან ისწავლონ თავმდაბლობა,უხმაურო პატრიოტიზმი , დედა-ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის სიყვარული და ერთგულება.

p.s. რამდენიმე წუთის წინ დავურეკე მივულოცე,შევთანხმდით უახლოეს ხანში უნივერსიტეტში შეხვედრაზე...” – წერს ისტორიკოსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42