საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მან გედევან ფოფხაძის კითხვას, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშრებით იპასუხა და აღნიშნა, რომ მთავრობა გამოძიების პროცესში არ ერევა:
„რაც შეეხება დაუსჯელობის განცდას, ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მიმართაც არ დამდგარა თავისუფლების აღკვეთის ზომა, არ ყოფილა გამოყენებული, მე მსურს ვთქვა, რომ როგორც სხვა პროცესებში, მთავრობა არ ერევა გამოძიების პროცესში. გამოძიების პროცესს წარმართავს პროკურატურა, ზოგიერთი საქმე არის სასამართლოში. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსნების მიმართ გამოყენებული იქნა თავისუფლების აღმკვეთის ზომა. ამიტომ ჩვენ ამ პროცესებში არ ვერევით. ეს არის მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






