მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს დიასპორის პოლიტიკის საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვები გააცნო
პოლიტიკა - 14:56, 26 Nov, 2016     1525
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში საქართველოს მთავრობის კანდიდატების წარდგენისას დეპუტატებს გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვა დიაპორის საკითხებთან დაკავშირებით.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა დიაპორის პოლიტიკის მიზნებზე. მათ შორის უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა ქართული დიაპორის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, დიაპორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში, მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის აღმშენებლობის პროცეში და სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების პირობების შექმნა. მისივე განცხადებით მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი დიასპორის წარმომადგენლებისთვის ეფექტური, იურიდიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევის მექანიზმები.

„უკვე გავაჟღერე ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ყველა იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც არის დიასპორასთან ურთიერთობის საჭიროება, დაინერგოს პროგრამა „სამშობლო გელოდება“, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამოქალაქეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და ა.შ. ჩვენ დავაწესებთ ოფიციალურად დიასპორის მიღების საათებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან, რათა შეხვედრები რეგულარული და ინტენსიური იყოს და უკეთ გავაცნობიეროთ დიასპორის წინაშე მდგარი პრობლემები და საკითხები. ამასთანავე პირდაპირი კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს ცხელი ხაზი“- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით ცენტრალურ აპარატში მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე შექმნილია სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც წლის ბოლომდე დაკომპლექტდება.

იგეგმება საელჩოებში იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც იმუშავებენ დიასპორის საკითხებზე, დაიგეგმოს სპეციალური მოდულები საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში, რაც უზრუნველყოფს დიპლომატების ამ მიმართულებით გადამზადებას.

მისივე განცხადებით პრიორიტეტად დარჩება ბევრი ის პროგრამა, რაც სახელმწიფო აპარატის მიერ ხორციელდებოდა.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საკვირაო სკოლებს, რომლებთანაც საელჩოებს აქვთ კონტაქტი, მაგრამ ნამდვილად საჭიროებს უფრო მეტ კომუნიკაციას, მეტ დახმარებას, ხელშეწყობას განათლების მიმართულებით თუ ა.შ. და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საკვირაო სკოლებმა შეიძინოს ნამდვილად ის ფუნქცია, რომელიც საჭიროა. ასევე პროექტი საქართველოს ახალგაზრდა ელჩები, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარება, მათი ჩართვა კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. ასევე უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის ჩამოყალიბება და ამით ყველაფრით რა თქმა უნდა ქვეყნის პოპულარიზაცია. დიასპორული სტაჟირება, რომელიც ასევე უფრო მეტ კავშირს დაამყარებს ჩვენს დიასპორასა და სახელმწიფო უწყებებს შორის, ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ და შევეცდებით, რომ მათ საელჩოებში მიეცეთ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა“ - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ ჯანელიძემ მზადყოფნა გამოთქვა ინტენსიურად იმუშაოს დიაპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტთან, რათა მაქიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საკანონდმებლო ორგანოს ჩართულობა ყველა იმ ინიციატივისა და მიზნების ეფექტურდ განხორციელებაში, რაც სახელმწიფოს გააჩნია დიაპორასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42