საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. სხდომის ფარგლებში საქართველოს პრემეირ-მინისტრობის კანდდიატმა დეპუტატებს სამტავრობო გეგმა გააცნო, რის შემდეგაც დეპუტატებმა დასვეს კიტხვები. ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. სხდომის განახლების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის წორედ ამ კითხვებს უპასუხებს, მოგვიანებით კი გაიმართება კენჭისყრა, რომლის მიხედვიტაც გაირკვევა გამოუცხადებს თუ არა პარლამენტი მთავრობას ნდობას:
„ჩვენს მინისტრს და მთავრობის მაღალჩინოსანს სერიოზული ბრალდება დაუყენეს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი მიმდინარეობს და კიდევ სხვა 2 პიროვნებასთან ერად ზეწოლას ახდენს უზენაეს სასამართლოს წევრებზე. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს საგანგებოდ და აპირებს თუ არა მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დასვას ძალიან კონკრეტული საკითხი, რა ფორმით, როგორ ხორციელდება ან როგორ შეიძლება, უმაღლესი სტატუსის მქონე ადამიანებზე განხორციელდეს ზეწოლა და რაღაც გადაწყვეტილების მიღება. ეს თუკი რუსთავი2-ის თემას გულისხმობს და, ალბათ, ეს არის, რატომ მალავენ, სად მალავენ ყარამანაშვილებს და რა პოზიცია აქვთ ამ ყარამანაშვილებს ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი რას ფიქრობენ, მართლა ხომ არ ხორციელდება და მართლა არის თუ არა გამოძიება ჩასატარებელი ამ თემაზე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






