„პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ გეგმავს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველო მიიღებს მავრობას, სადაც იქნებიან მინისტრები, რომელთა შორის ერთი მატყუარაა, მეორე საყდრისის ამფეთქებელი, ხოლო მესამე - არჩევნების გამყალბებელი,
„საქართველო მიიღებს მთავრობას, სადაც იქნებიან მინისტრები, რომელთა შორის ერთი მატყუარაა და ვერ თუ არ აღიარებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწირავდა გარკვეულ თანხებს დასახმარებლად. მეორე არის საყდრისის, ანუ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ამფეთქებელი, მესამე კი - არჩევნების გამყალბებელი. აი, ასეთი ტიპის მთავრობას მიიღებს საქართველო და ქართველი ხალხი. ჩვენ ამ ადამიანებზე, ამ მინისტრებზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. ვინაიდან კენჭი ეყრება და მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ მთლიანად გუნდს, ჩვენ ამ ნდობას ვერ და არ გამოვუცხადებთ“, - განაცხადა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






