„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაცაის იმის შესახებ, რომ სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 30 ნოემბრამდე ხელისუფლების ზეწოლით დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ კომენტარი ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა:
„კონკრეტულად 30 ნოემბერს გამოტანილი უნდა იყოს გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ, ბიძინ ივანიშვილის სასარგებლოდ. ის გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტიც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს. ამ პროცესში ჩართულია 4 ადამიანი, რომელთაგანაც 2 ამ დარბაზშია წარმოდგენილი. იუსტიციის მინისტრი, ბატონი თადუმაძე, ბატონი ფარცხალაძე, და ქალბატონი გვენეტაძე.
განცდაა, რომ თქვენ ნომინალურად ასრულებთ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. შეიძლება, გუშინდელი თქვენი განცხადება დავიჯეროთ, რომ თქვენ საქმის კურსში არ ხართ, მაგრამ აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუკი სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






