თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ ლეგიტიმურად ცნო. „აუდიტორია 115“-ის წევრების სრული პიკეტირების მიუხედავად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ერთ უბანზე მაინც მოახერხეს არჩევნების ჩატარება. პროტესტის მიუხედავად ცესკო არჩევნებს კანონიერად მიიჩნევს.
„20 615 ამომრცევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2436-მა ამომრჩეველმა, რაც არის მინიმალურ ზღვარზე მეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები შედგა და არის ლეგიტიმური, ლეგიტიმურია აბსოლუტურად ყველა უბანზე, მათ შორის იმ უბნებზე, რომლებზეც სამწუხაროდ ზოგიერთი სტუდენტური ჯგუფის მხრიდან პროტესტის გამო ამ მოხერხდა მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა“, - განაცხადა თსუ-ს საარჩევმო კომისიის თავმჯდომარემ, დემეტრე ეგნატაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






