მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი საქართველოს პარლამენტში დაიწყო. პრემიერ-მინისტრობსი კანდიდატი ამ წუთებში დეპუტატებსა და მინისტრობის კანდიდატებს სამთავრობო გეგმას წარუდგენს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობა დღეს ნდობას მიიღებს:
„სამთავრობო პროგრამა სრულიად შეესაბამება იმ პროგრამას, რომლითაც ჩვენ წარვდექით არჩევნებზე მოსახლეობის წინაშე, ბუნებრივია, ის, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ესოდენ მაღალი მხარდაჭერა, ამ ყველაფერს სჭირდება განხორციელება, ეს სამთავრობო პროგრამა და ის წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ძალიან მალე გვქონდეს სახელმწიფოში სწრაფი განვითარება, გარღვევები ეკონომიკურ სფეროში, სოციალურ სფეროში და ასე შემდეგ. ამიტომ, მთავრობის ეს შემადგენლობა დღეს მიიღებს ნდობას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






