დღეს საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. დეპუტატებს მთავრობასა და სამთავრობო გეგმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგენს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს:
„ძირითადად იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაზე საუბარი, საერტაშორისო აკრედიტაციაზე და აქცენტები იქნება იმაზე, რომ საქართველო გახდეს ცენტრი ხარისხიანი უმაღლესი განათლების, პროფესიულში რაოდენობების ზრდის გეგმა გვაქვს და ხარისხის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი ახალგაზრდა აირჩევს შემდგომ წლებში პროფესიულ განათლებას, ეს ასეც ხდება ბოლო პერიოდში, უფრო მეტი და ხარიხსიანი საგანმანათლებლო პროფესიული ცენტრით, ჩვენ შევძლებთ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი გვყავდეს ქვეყანაში. რაც შეეხება სკოლას, ის უნდა გახდეს უფრო მორგებული თანამედროვე საჭიროებებზე“, - აღნიშნავს ალექსანდრე ჯეჯელავა.
მასალის გამოყენების პირობები






