დღეს საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. დეპუტატებს მთავრობასა და სამთავრობო გეგმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგენს.
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს:
„ჯანდაცვის მიმართულებით, მტავარი რეფორმები მიმართული იქნება, პირველი ამბულატორიული პაციენტებისათვის მედიკამენტებზე წვდომადობის გაზრდისაკენ, მეორე, ზოგადად სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის დანერგვისაკენ და მესამე ის, რომ სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო დახმარების სერვისების ახალი ინგერლაური განთავსების სისტემის დანერგვისკენ. სამივე ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ წარმატებით საყოვლთაო ჯანდაცვა და ვიზრუნოთ იმ ხარვეზები აღმოფხვრაზე, რომელზეც დაგვიგროვდა გამოცდილება“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
მასალის გამოყენების პირობები






