პრეზიდენტმა თურქმენეთში გაეროს გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 12:01, 26 Nov, 2016     1298

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის დედაქალაქში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში დღეს საქართველოს პირველმა პირმა კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც მდგრადი ტრანსპორტის პირველი გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გაეროს გენმდივანმა ბან კი-მუნმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს.

„საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის.

ამ თვალსაზრისით, არაერთი საინტერესო სატრანსპორტო პროექტი იგეგმება, რომლებშიც საქართველო არის პირდაპირ ჩაბმული; ეს შეეხება ავღანეთთან მომავალ პროექტს Lapis Lazuli, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ახალ „აბრეშუმის გზას“ და ამ მიმართულებით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყოველთვის ხაზი უნდა გესვას.

საქართველოს დელეგაცია განაგრძობს კონფერენციაში მონაწილეობას. ამავდროულად, დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

თურქმენეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობას 80-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენელი, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერიც იღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42