ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:51, 25 Nov, 2016     1417
დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრა ქალაქის მერის ინიციატივით შედგა და მიზნად ურთიერთთანამშრომლობას, ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებას და სამოქალაქო სექტორის მხრიდან რეკომენდაციების მიწოდებას ისახავდა.


საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას არგუმენტირებულად უპასუხა და მათთვის საინტერესო საკითხები ამომწურავად განმარტა.


შეხვედრაზე საუბარი ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ პროექტებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივებს, ქალაქის გარეუბნებში ქუჩების რეაბილიტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.


შეხვედრის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მერის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:


,, მართლაც ნაყოფიერი შეხვედრა იყო. არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე საინტერესო საკითხი დასვა, რომელსაც ქალაქის მერია აუცილებლად გაითვალისწინებს. თუ მსგავსი ტიპის შეხვედრებს უფრო ხშირ ხასიათს მივცემთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთი ტიპის შეთანხმებებს, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სარგებლობის მომტანი იქნება.’’





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42