„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კანონი და ამისთვის ისჯებიან ისინი, ვინც აფხაზეთში რუსეთის გავლით შევლენ, თუ რატომ იქნა ეს კანონი მიღებული ამასაც გეტყვით და მომავალშიც გაითვალისწინეთ.
რუსეთში ცხოვრობენ ქართველები, რომლებსაც აქვთ ბიზნესი, აქვთ ფული, ისინი შედიოდნენ აფხაზეთში რუსეთის გავლით, ყიდულობდნენ მიწებს, სახლებს და აქართველებდნენ იქაურობას, სწორედ ამ სიტუაციის აღსაკვეთად იქნა ეს კანონი მიღებული თავის დროზე. გავიგე, რომ ამ კანონის გაუქმების მცდელობა გქონდათ, მაგრამ ნაციონალებმა ცოცხალი თავით არ დაგანებეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სათანადო თანადგომა უნდა გავუწიოთ იმ ქართველებს, რომლებიც ცდილობენ ქართული საქმე გააკეთოს აფხაზეთში.
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სულ მცირე სამი მომენტი არსებობს : პირველი ეს არის, ძალით, რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია, მეორე მოლაპარაკებით და არ მივდივართ მოსალაპარაკებლად და მესამე და მთავარი, ეს არის სიმრავლით. აი ამიტომაც იყო, რომ წინა ხელისუფლებამ სამივე საშუალება ჩაგვიკეტა. მხოლოდ კოდორის ხეობაში მიგვიშვეს ჩვენ და აფხაზები ერთმანეთთან , 30% -ი იყო ჩვენს ხელში და ეს ერთადერთი ადგილი იყო სადაც ჩვენ ლაპარაკი შეგვეძლო. დღეს აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკო ადგილი, რატომ უნდა იყოს იტალიაში, ერთად ვართ გაზრდილი. სწორედ ამიტომ უნდა დაიწყოს 2006 წლის მოვლენების გამოძიება და თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს, ამის შემდეგ კი ხელის შემშლელი არ გეყოლებათ არავინ“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მასალის გამოყენების პირობები






