აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განცხადება
პოლიტიკა - 17:20, 25 Nov, 2016     1358
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ახალ-ახალი სამხედრო-პოლიტიკური თავხედობების გამო, რაც ამჯერად რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ 2015 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციაში გამოიხატა(2016 წლის 2 ნოემბერს რუსეთის დუმაში, ფედერაციის საბჭოში 16 ნოემბერს), რომელსაც მიმდინარე წლის 22 ნოემბერს უკვე რუსეთის პრეზიდენტმა ვ.პუტინმა მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი კიდევ ერთი მზაკვრული გადაწყვეტილების მიღებას - გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას განაპირობებს.


ამ ნაბიჯით სრულიად აშკარა გახდა 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ”მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ ხელშეკრულების პრაქტიკული მიზანი - გალის რაიონის სამხედრო ბუფერულ ზონად და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი სამხედრო პროვოკაციების და აგრესიის დასაყრდენ პლაცდარმად გადაქცევა. ამის ნათელი დასტურია გალის რაიონში ორ ათეულზე მეტი სამხედრო საგუშაგოს განთავსება, მდინარე ერისწყალზე რუსული საკონტროლო საგუშაგოს მოწყობა, სოფელ სიდაში სამხედრო აეროპორტის მშენებლობის დაგეგმვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პროგრესული ძალები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რუსეთი განაგრძობს თავისი იმპერიული ზრახვების რეალიზებას მის მიერ უკვე პრაქტიკაში აპრობირებული ”მცოცავი ანექსიისა” და ”ყირიმიზაციის” ფორმით. ჩვენდა სამწუხაროდ, კონფლიქტის ზონაში 16 წელი ე.წ. მშვიდობისმყოფელებად გვევლინებოდა რუსეთის სამხედრო ძალების კონტიგენტი, რომელიც დღეს წარმოადგენს მთავარ საშიშროებას საქართველოსა და მთლიანად კავკასიისათვის. რეგიონისთვის. აფხაზეთის მილიტარიზაცია, ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს.

მიუხედავად რუსეთის ფედერაციის აშკარა დესტრუქციული, იმპერიული პოლიტიკისა, მსოფლიო საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი, საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები დღემდე ვერ ახერხებენ მის წინააღმდეგ ადეკვატური ზომების მიღებას, რამაც რუსეთს გაუჩინა დაუსჯელობის სინდრომი. ამის დასტურია რუსეთის პრეზიდენტის ვ.პუტინის ამასწინათ, თითქოს ხუმრობით წარმოთქმული სიტყვები, რომ ”რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება”, რაც სინამდვილეში, ნებსით თუ უნებლიედ, კრემლის მიმდინარე და სამომავლო საშიში გეგმების გაჟღერებაა და საგანგაშო ზარია მეზობელი ქვეყნებისათვის.

ასეთი რეალობის პირობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, როგორც აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო პროტესტს გამოთქვამს და აუცილებელად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების მიერ უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური აგრესიის ასალაგმავად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42