აგროდაზღვევა სასოფლო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნების და რისკების შემცირების უპირობო ხელშემწყობია
პოლიტიკა - 16:54, 25 Nov, 2016     807

საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონსულტანტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) ფარგლებში, „ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის“ ორაგნიზებით ჩატარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში აგროდაზღვევის სისტემის სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს. საერთაშორისო კონსულტანტმა, თურქეთის რესპუბლიკის აგროდაზღვევის სისტემის (TARSIM) დამფუძნებელმა, ერიხ კასტენმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის განვითარების ხედვა წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა.

აგრარული დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებული აგროდაზღვევის სისტემის სრულყოფა. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ქვეყანაში მივიღოთ აგროდაზღვევის სასურველი მოდელი, რომელიც სასოფლო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) 2015 წლიდან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ფერმერებისათვის აგროდაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელმისაწვდომობისა და შემოსავლის შენარჩუნების ხელშეწყობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42