საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უცმცირესობასთანს აუბრისას აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის საქმეში არ ცაუხედავს და არ იცნობს. ამ განცხადებას გიგა ბოკერიამ პოლიტიკური უტიფრობა და პოლიტიკურად საოცარი განცხადება უწოდა:
„მომესმა თუ თქვენ თქვით, კარგად არ ვიცნობ, საქმეში არ ჩამიხედვას რუსთავი 2-ის დავაზეო? რატომ არ იცნობთ? მთელი მსოფლიო, ჩვენი მთავარი პარტნიორები ამ საკითხზე საჯაროდ და კერძოდ გესაუბრებიან, თქვენ არც დაინტერესებულხართ საქმეში რა არის? იქნებ გული გაგისკდეთ საქმეში რომ ჩაიხედავთ? არ გაინტერესებთ? იქნებ საშინელება ხდება? იქნებ მოსამართლეებს დედებს უჭერენ, რაც უნდათ ის რომ გააკეთონ? მარტო ამ შემთხვევაში კი არა, მთელ რიგ შემთხვევებში? იქნებ საშინელება ხდება და დაინტერესდეთ? ასეთი პოლიტიკურად საოცარი განცხადება თქვეგან, ჩვენ პოლიტიკურად უტიფრად გვეუბნებით, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებას კვირიკაშვილმა უპასუხა და მას კორექტულობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






