საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ლარის დევალვაციის საკითხზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება და ლარის გაუფასურების დონე ადეკვატურია იმისა, რაც რეგიონში ხდება:
„ჩვენი ვალუტა არის გაუფასურებული დოლართან მიმართებით უფრო ნაკლებად ვიდრე არის ევრო და ვიდრე არის სომხეთის ვალუტა, დანარჩენი ყველა ქვეყნის ვალუტა უფრო მეტად არის გაუფასურებული დოლართან მიმართებით, ვიდრე ქართული ლარი, ასე რომ არაფერი ექსტრაორდინალური ამ პროცესში არ ხდება, ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ასევე განვიცდით, მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული, ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი ზრდა იმპროტის მიმართულებით ვერ დაბალანსდა ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით და ამან გამოიწვია ძირითადად ბოლო თვეებში ვალუტის გაუფასურება დამატებით, თორემ ის გაუფასურება, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად ადეკვატური რეგიონში მიმდინარე პროცესების“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






