საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდება. დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა:
„რა თქმა უნდა მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება და არ მაქვს ხელი დაბანილი ამ საკითხთან მიმართებით, რაც შეეხება იმას, რომ ეს არის ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ, ვერ გავიზიარებ ამ არგუმენტს. საერთაშორისო შეშფოთებას რაც შეეხება, მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს მედიის თავისუფლებასთან მიმართებით, საქართველოს შემთხვევაში, ნახტომისებური გაუმჯობესებაა მედიის თავისუფლების კუთხით, რაც შეეხება ამ ტელევიზიას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, მიუხედავად იმისა ეს მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი დემოკრატიულ ქვეყანაში და მე ძალიან გულწრფელი ვარ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ქონებრივ ელემენტს, ნამდვილად არ ვიცნობ დეტალებს, ვინ როდის ვის წაართვა ეს ტელევიზია. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ გასული წლების განმავლობაში ბევრჯერ მოხდა. გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო მიიღებს, მე არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






