საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორ დოლიძის განცხადებას ე.წ კაბელების საქმესთან მიმარტებით, გამოეხმაურა. პრემიერის განმარტებით, დოლიძის განცხადება სიმართლისგან შორის არის და მიიჩნევს, რომ მან ეს განცხადება ემოციებსგან გააკეთა:
„ეს არ არის სწორი განცხადება, რაც გინდა ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს ვიქტორ დოლიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მას არავინ სთხოვს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გაააკეთოს კომენტარები, მით უფრო, რომ ამ კომენტარს სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ ვენდობით ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილელები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს არც დღეს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არც ერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატმა და ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში საკომიტეტო შეხვედრაზე, აღნიშნა, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოზიცია არ შეუცვლია.
მასალის გამოყენების პირობები






