„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს
პოლიტიკა - 14:37, 25 Nov, 2016     1254

საქართველოს პრემიერ-მინისტყრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს და პარტიებს ხვდება. პრემიერი უკვე შეხვდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს. ამ წუთებში კი უმცირესობის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ:

„კითხვები რა თქმა უნდ აქნება ყველა მინისტრთან, განსაკუთრებით ძალოვან მინისტრებსა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუწევთ ძალიან აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემა. თავდაცვისუნარიანობის დაქვეითება აშკარად შესამჩნევია და თავდაცვის მინისტრს მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, მძიმე კრიმინოგენული ვიტარებაა ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ამ შემადგენლობას შესაძლებლობაც კი არ აქვს სარგებელი და სიკეთე მოუტანოს ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ კითხვები ექნებათ იმ გეგმებზე, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა და დაინტერესდებიან, რეალურად აპირებს თუ არა ხელისუფლება გარკვეულ საკითხებში ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას:

„გვექნება კითხვები, იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობას გააჩნია, რომელიც მათ წარმოადგინეს, ფუნდამენტური ხარვეზები და პრობლემები არის ამ პროგრამაში. არ ჩანს კონკრეტულად რომელიმე მნიშვნელოვანი დაპირების შესრულებას აპირებს თუ არა მთავრობა. იქნება ეს ხედვა იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა გაამყარონ ლარი, იქნება ეს ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ გაზარდონ მასწავლებლის ხელფასები, როგორ გააუმჯობესონ უსაფრთხოების სიტუაცია, ვიცით რომ ამ ყველაფრის გაკეთებას არ აპირებენ, ამის ყველაზე კარგი მაჩვენებელია ის, რომ მთავრობის შემადგენლობა შეცვლილი არ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს მთავრობის შემადგენლობას არ დავუჭერთ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42