„2006 წელს ოქრუაშვილი გამომივარდა ტელევიზორში და ორი წიგნი არ აქვს წაკითხული ამ პირდაუბანელ დედაკაცსო თქვა. დღეს წულუკიანი გამოვიდა და მსგავსი შინაარსის, გენდერულად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიას. მიუღებელი და უგემოვნო საქციელია, მით უმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც ფემინისტად ასაღებს თავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ელენესთან სოლიდარობა, პარტიული და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. PS გირგვლიანის საქმის აქციებზე არაერთხელ მინახავს ელენე და მისი ძმა გუგა საერთოდ ამ მოძრაობის ცენტრში იყო. ზოგ ზოგიერთებს კი ეს საქმე ფურცლებიდან თუ გაუგიათ“- წერს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც მინისტრები კომიტეტების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ ელენე ხოშტარიამ თეა წულუკიანი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამო გააკრიტიკა რაზეც წულუკიანისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
"ძალიან მიჭირს სერიოზულად ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაგრამ ასეთია ჩემი პასუხისმგებლობა და გიპასუხებთ. ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში, ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით, გახსოვთ ეს, მე წიგნს ვკითხულობდი, მე მახსოვხართ, არც ფეხბურთში გეჯიბრებოდით, ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ადგილზე ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი. ასევე გისამძიმრებთ, იმას, რომ სანდრო გვირგვლიანის მეგობარი ოთო კახიძის გვერდით ზიხართ. გისამძიმრებთ ამ იმედია დროებით მორალურ კრახს. კაცი რომელიც ვანოს მერაბიშვილს იცავს დღეს, იმის გვერდში ზიხართ დღეს.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






