„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს გიგლა აგულაშვილსა და მიხეილ გიორგაძეს მხარს არ უჭერს. ინაშვილის განცხადებით, აგულაშვილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რადგან მან მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში მიიღო:
„ცუდია, როცა თქვენ ვერ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მე გარწმუნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს ამის გამო, საყდრისის დანგრევის გამო, როცა ციხეში მოხვდებით ბატონო მიშა, მაშინ ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არ მოიქეცით, როცა იმ ბრძანებულებას მოაწერეთ ხელი. 2600-ზე მეტი ექსპონატი იქნა მოპარული დუშეთის არქეოლოგიური ბაზიდან, დაინტერესდით თქვენ ამით?
ვერ დავუჭერ მხარს გიგლა აგულაშვილს, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს, თქვენ სახე დაკარგეთ საგარეჯოს არჩევნებში. თქვენ არჩევნების გაყალბების მონაწილე იყავით, ეს სისხლის სამართლის დანაშუალია, ახლა მშვიდად მიყურებთ ბატონო გიგლა, ფიქრობთ, რომ გადარჩით, წლები გავა, სააკაშვილსაც ეგონა, რომ გადარჩა, მაგრამ მერე ჩემი მარჯვენა ხელით გავრცელებული კადრებით დაემხო“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






