არსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება - პრემიერი საპენსიო რეფორმის დეტალებზე
პოლიტიკა - 13:16, 25 Nov, 2016     2637

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრის დროს საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით ე.წ. მეორე პილარი მნიშვნელოვანია, რომელის არქიტექტურა მსოფლიო ბანკის და აზიის განვიტარების ბანკის დახმარებით შეიქმნა:

“არსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის დამატებითი შრე გაჩენილი საპენსიო სისტემაში, რათა მომავლის პენსიონერები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე და მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე. ეს სისტემა მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს.

2017 წელი მთლიანად დაეთმობა იმ აუცილებელ ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა, კასტოდიუმი, დეპოზიტარი და ასე შემდეგ, რომელიც გახლავთ განუყოფელი შემადგენელი ნაწილები ამ რეფორმის. უპირველეს ყოვლისა, რეფორმის შედეგად მომავლის პენსიონერები იქნებიან უფრო კარგად უზრუნველყოფილნი, მაგრამ ასევე გადადინების ეფექტები, რომელიც აქვს ამ რეფორმას, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ვინაიდან ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი გრძელვადიანი ლარის რესურსი დაგროვდება ეკონომიკაში საინვესტიციო მიმართულებით გამოსაყენებლად, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივი საფონდო ბაზრის აქტივობასაც, ვინაიდან შეიქმნება აუცილებელი ლიკვიდობა, რომელიც აუცილებელია საფონდო ბაზრის ოპერირებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42