კვირიკაშვილმა ”საქართველოს პატრიოტებს” მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო
პოლიტიკა - 13:10, 25 Nov, 2016     1650
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებს” საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთპუნქტიანი გეგმა გააცნო.
"მინდა, წარმოგიდგინოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც განსაზღრავს ჩვენი ქვეყნის მომავალი 4 წლის განვითარების გეგმების ძირითად მიმართულებებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან გასული 4 წელი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ძირითადად ფოკუსირებული იყო ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკაც წარიმართა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ძირითადი სოციალური უფლებები და ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო დაბალანსებული ადამიანების ძირითადი საბაზისო უფლებების უზრუნველყოფით, როგორც არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების დღის წესრიგი განსაზღვარვს ახალ ამოცანებს და ამ ამოცანებიდან გამომდინარე შედგა 4-პუნქტიანი რეფორმათა გეგმა, რომელიც პასუხობს დღევანდელობის გამოწვევებს, რომელიც პასუხობს სწრაფ ეკონომიკური ზრდის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, ამ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაშიც ეკონომიკური ზრდის დაბალანსებას შევეცდებით სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით. 4-პუნქტიანი გეგმა განსაზღვარს უპირველეს ყოვლისა განათლების მიმართულებას, როგორც ქვეყნის უპირველეს პრიორიტეტს“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, განათლების მიმართულებით საინტერესო რეფორმის გატარებაა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მთავრობის წევრებმა განათლების მიმართულებით დუალური განათლების მოდელი აიღეს, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილზე სწავლების მოდელს, სადაც გათვალისწინებულია პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის.

„უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ სახელმწიფო რესურსების განაწილებას იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს შეინიშნება მზარდი მოთხოვნ, ამავე დროს მომავალ წლებში იქნება მზარდი მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით რესურსების გაუნაწილებლობაზე იმ მიმართულებებზე, რომელიც აუცილებელია და, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა, აუცილებად იქნება ყურადღება დათმობილი. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში შემხვედრია უამრავი ბიზნესმენი, რომელიც ამგვარი განათლების სისტემის და ამგვარი პარტნიორობის არარსებობის გამო, საკუთარი რესურსით აგზავნის თანამშრომლებს უცხოეთის ქვეყნებში, რათა მიიღონ ის აუცილებელი უნარ-ჩვენები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში დღეს არის მოთხოვნადი“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42