სამუშიას განცხადებით, ბიუჯეტით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტური პროექტები.
„2 კვირის წინ შემოვიდა ბიუჯეტი თბილისის საკრებულოში, ამის შემდეგ უკვე 25-ში არის ის ბოლო ვადა, როცა უნდა გავიდეს განსახილველად ან დაუბრუნდეს მერიას.
იყო საკმაოდ ინტენსიური განხილვა ბიუჯეტის. ბიუჯეტის ღიაობა არის საკმაოდ ნათელი და დიდი ალბათობით, ბიუჯეტი ათ დეკემბრამდე გადამუშავებული ვარიანტით შემოვა თბილისის საკრებულოში.
ეს არის ახალი დამოკიდებულება და მიდგომა ბიუჯეტის განხილვის კუთხით. სპექტრი რომ ნახოთ შენიშვნათა ნუსხის, საკმაოდ დიდია, დაწყებული ინფრასტრუქტურული კუთხით დამთავრებული სოციალური პროექტებით.
800 მილიონი, რასაც ეყოფა და რაც მეტად პრიორიტეტული იქნება იმაზე შეჩერდება არჩევანიც. მნიშვნელოვანია ასევე ავარიული შენობების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით გარკვეული თანხების დამატებაა მოთხოვნილი.“-განაცხადა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






