"ჩვენ "ოცნებასთან" კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ“ - კვიციანი
პოლიტიკა - 10:20, 25 Nov, 2016     2026
ემზარ კვიციანი თავდაცვის კომიტეტში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

„მოადგილის პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხსნით კანდიდატურას. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება ნაციონალებთან. ოცნებასთან რა გვაქვს მოსალაპარაკებელი, ჩვენ ოცნებასთან კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ,“ - განაცხადა კვიციანმა.

ენმ-ში აცხადებენ, რომ კანდიდატი მათ აუცილებლად ეყოლებათ. ირაკლი აბესაძე არც ე.წ. შეთანხმებას არ ადასტურებს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნაციონალურ მოძრაობას მოადგილეობის კანდიდატი აუცილებლად ეყოლება, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის უშიშროების წინაშე დგას. არანაირ შეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ირჩევს მოადგილეს კომიტეტის წევრების უმრავლესობა, ამ უმრავლესობას ფლობს ქართული ოცნება, ასე რომ, ველოდებით მათ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

უსაფუძვლო პოლიტიკურ აჟიოტაჟზე საუბრობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

„ის კვოტები, რაც დადგინდა პოლიტიკური მოლაპარაკებების თუ შეთანხმების საფუძველზე და ამაზე შემდგომ უარზე წასვლა არ მგონია რომ სწორი იყოს. პატივისცემა მოეთხოვება ორივე კანდიდატს, ეს ერთი. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, კომიტეტის სხდომა როდესაც დაინიშნება, მაშინ ჩატარდება. არანაირი დამატებითი კომპეტენციით არ სარგებლობს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ვერ ვხდები ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი რა საჭირო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42