მაია მელიქიძე საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 18:52, 24 Nov, 2016     1403
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის მიმართ კერძო სექტორის და მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს.

ამისთვის კი,მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟის განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის შექმნა.

„გრძელვადიანი ეროვნული ვალუტის არსებობა არის ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საქართველოს კერძო სექტორს შემდგომი განვითარებისთვის”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე განაცხადა, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებისთვის, რაც ბოლო პერიოდში ერთერთი ყველაზე აქტუალური ეკონომიკური თემაა.

„თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებას ესაჭიროება ხელშეწყობა დაწყებით ეტაპზე. ამისათვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ ბაზრის განვითარებაში ჩართულ სხვა აქტორებთან ერთად შეიმუშავოს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას. ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას არის საპენსიო რეფორმის დროული დაწყება. ამ მიმართულებით მთავრობას აქვს შემუშავებული მისი პოზიცია, თუმცა ჯერ კიდევ არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები. თავის მხრივ, ეს აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას, რადგან საპენსიო ფონდი არის ყველაზე გრძელვადიანი ფულადი რესურსის მოზიდვის საშუალება” - აღნიშნა მაია მელიქიძემ შეხვედრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42