სამადაშვილი დაინტერესდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რომელიმე პარლამენტის რეზოლუციაში ან საერთაშორისო დოკუმენტში თუ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების, როგორც ოკუპირებულის სტატუსი დამატებით, გარდა ევროპარლამენტის, აშშ-ს კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, პოლონეთისა და ესტონეთი პარლამენტებისა, რომელთა მიღებულ დოკუმენტებშიც ეს სტატუსი 2012 წლამდეც დაფიქსირდა.
გიგა ბოკერია კი დაიმტერესდა ხომ არ იზიარებს მიხეილ ჯანელიძე სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ოკუპანტის სტატუსი რუსეთისთვის საქართველოს მოლაპარაკებებში ზღუდავს.
„2012 წლამდე, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ ორგანიზაციაში არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის კონფლიქტთან დაკავშირებით. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთებში, რომელიც მუშაობს კონფლიქტების საკითხებზე, 2012 წლამდე არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, - განაცხადა ჯანელიძემ ოპოზიციის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები






