პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკა - 18:12, 24 Nov, 2016     1764
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეკარი წარადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის ფუნქციონირება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი მედიას დღეს წარუდგინა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 3 დეკემბერს ეწურება. „შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წუთით არ დაუშვათ, რომ რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამივე ვაკანტური თანამდებობა სწრაფად იქნას შევსებული და დაკავებული“, - აღნიშნა მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე კანდიდატების წარდგენისას გიორგი აბაშიშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად განიხილა აღნიშნული კანდიდატურები, რის შემდეგაც მათი პარლამენტში წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ ცალსახა კრიტერიუმები გვაქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით - ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროფესიონალები ფინანსების და ეკონომიკის სფეროში, უნდა იყვნენ თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და აცნობიერებდნენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, რომელსაც ეროვნული ბანკის წევრობის ვადა დეკემბერში ეწურება. მურთაზ კიკორია დღემდე „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა. რაც შეეხება რობერტ სინგლეტარს, იგი 2002- 2008 წლებში ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების დირექტორად მუშაობდა - 3 წელი მაკედონიის ფინანსური სექტორის პროექტში, 5 წელი კი, სომხეთის ფინანსური სექტორის პროექტში”- განაცხადა აბაშაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42