"განსხვავებით ქალბატონი თეასგან, მე არასოდეს არ მისპიკულანტია სანდროს სახელით, მაშინაც კი, როდესაც ჩემთვის შეიძლება ძალიან მომგებიანი ყოფილიყო რომ მეთქვა, დიახაც, ვაპროტესტებდი, ამაზე არასოდეს მისაუბრია. ახლაც ამაზე საუბარი მიმაჩნია ძალიან ამორალურად, რომ ქალბატონი თეა და ეს ხელისუფლება ზოგადად ხან სპეკულირებს ბარბარე რაფალიანცის სახლით, ხან სპეკულირებს სანდრო გირგვლიანის თემით და ბევრი სხვა თემით მაშინ, როდესაც ისინი დღეს პასუხისმგებლები არიან ზუსტად ისეთივე უსამართლობაზე და მე აქ მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ სანდრო გირგვლიანის საკითხი ჩემთვის იყო ძალიან დიდი უსამართლობა და სწორედ ამიტომაც ვაპროტესტებდი და დღეს, ამ საკითხით სპეკულირებს თეა წულუკიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი ადამიანის პირადი ცხოვრებაში შეღწევაზე და ამის გამოქვეყნებაზე, ჩვენ დღეს ამაზე დავსვით კითხვა და არც ერთ ამ გამოძიებაზე პასუხი არ არის, როდესაც ის არის პასუხისმგებელი საკონსტიტუციო სასამართლოს სრულ პარალიზებაზე, შელახვასა და დანგრევაზე, როდესაც ის არის პასუხისმგებელი ურთმელიძეზე, მურუსიძეზე და სწრედ ქალბატონმა თეამ და ბატონმა ბიძინამ ჩაიხუტეს ზუსტად ის მოსამართლე, რომელიც ფიგურირებდა სანდრო გირგვლიანის საქმეში. ჩემთვის არის პრინციპი უსამართლობის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მერე ამ თემებით სპეკულირება"- განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






