დეპუტატმა ე.წ. ნარუშილოვკების სკანდალი გაიხსენა და მინისტრების კანდიოდატებს უთხრა რომელი იტყუებოდა ლევან იზორია თუ გიორგი მღებრიშვილი.
"ლევან იზორიას რამდენიმე თვის წინ, როდესაც სუს-ის ანგარიშს წარადგენდა, ვკითხე როგორ გადაწყდა იმ ადამიანის საკითხი, ვინც მის ძმას მისცა ე.წ. ნარუშილოვკა. მან მიპასუხა, რომ იმ პირმა, ვინც მის ძმას "შეაჩეჩა" საბუთი, პასუხი აგო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, მე გავგზავნე სპეციალური შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაეკონკრეტებინათ - ვინ აგო პასუხი. გიორგი მღებრიშვილისგან მივიღე პასუხი, რომ არავის არ უგია, რადგან გამოძიება პროკურატურაში ისევ მიმდინარეობს. მაინტერესებს, რომელი იტყუებით, რომელიც ამბობთ, რომ პასუხი აგო თუ რომელიც - გამოძიება მიმდინარეობს. და მაინტერესებს, რა დრო გჭირდებათ ამ გამოძიების დასასრულებლად", - თქვა ნადირასვილმა.
ოპოზიციის შეკითხვას ორივე ადრესატმა უპასუხა. იზორიამ ნადირაშვილი პროკურატურაში გადაამისამართა:
„სასურველია, ქალაქის პროკურატურას მიმართოთ და გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია. ვიღაცის კონკრეტულ ბრალეულობას მე ვერ განვსაზღვრავ, მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო. პროცესი მიმდინარეობდა, გამოკითხვა შედგა, მათ შორის, ჩემი ძმის და იმ პიროვნების, ვინც იდენტიფიცირებულია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთ თანამდებობის პირს, მით უფრო მინისტრის დონეზე, ამაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის- განაცხადა იზორიამ.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება „გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დადგინდება ყველა გარემოება".
"მე თქვენ წერილი მოგწერეთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით თუ გაინტერესებთ, კიდევ მომმართეთ წერილობით და კიდევ გაგცემთ პასუხს. გამოძიება გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დადგინდება ყველა გარემოება"- თქვა შს მინისტრობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები






