„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ინაშვილის განცხადებით, მას საუბარი ირაკლი კობახიძესთან ჰქონდა, მაგრამ ამ საუბარს პოლიტიკურ შეთანხმებას არ არქმევს:
“რა თქმა უნდა საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთანაც, ირაკლი სესიაშვილთანაც, მაგრამ მე ამას არ დავარქმევდი პოლიტიკურ შეთანხმებას, იქ არ ყოფილა კვოტირებაზე საუბარი, რამდენი წევრი ჩვენი უნდა წარგვედგინა მოადგილეებად. ჩვენი მიზანია, მცირე ფრაქცია ვართ და ყველგან ვიყოთ წარმოდგენილი, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რომელიმე კომიტეტში მოადგილეობაზე, ეს ჩვენი უფლებაა, ეს ჩვენი პრეროგატივაა და შემდეგ როგორც გადანაწილდება ხმები, ამას ჩვენ ვნახავთ, ეს ხომ დემოკრატიული პროცესია, რა პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






