“უორდროპის დიალოგმა“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა
პოლიტიკა - 13:54, 24 Nov, 2016     1425
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა და დღეიდან „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა „უორდროპის დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში მიიღეს, რომელიც თბილისში 2016 წლის 24 ნოემბერს გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით დღეიდან „უორდროპის დიალოგი“ რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების დღის წესრიგს მოიცავს, პარტნიორობის ახალ საფეხურზე - სტრატეგიული დიალოგის ფორმატში გადავიდა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი ძალისხმევით, წარმატებით ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს. ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები რეალურად მოწმობს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრის ვიზიტიც ცხადყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო, როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, საქართველოსთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების ერთგული რჩება.“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს.

მისი შეფასებით გაერთიანებული სამეფო უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის პროცესში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში“ გაჩნდა ახალი მიმართულება რაც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ანალიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კონსოლიდაციის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.

ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს "უორდროპის დიალოგის" ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის სხვა საკითხები .

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება ​პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42