„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა“- მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 13:49, 24 Nov, 2016     1558
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომელიც თბილისს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს საქართველოში სტუმრობისთვის და ასევე იმ მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც მან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკა დაასახელა. მისი თქმით გაერთიანებული სამეფო არის ერთერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთში უფრო მეტად წარმოჩინდეს საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯი.

„საქართველო არის ღია ეკონომიკა და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური კავშირები, ხელი შევუწყოთ ბიზნეს ურთიერთობებს და საქართველოს იყოს ბრიტანული ბიზნესისთვის, როგორც პლატფორმა რეგიონში ბიზნესის საკეთებლად.

ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას ეკონომიკა წარმოადგენს. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია და დიდი ბრიტანეთი არის ერთერთი მთავარი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს აღვნიშნავთ ოცი წლისთავს British Petrolium-ის საქართველოში ოპერირების და ინვესტირების დაწყების შემდეგ. ეს იყო პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც განვითარდა და მასზე დაფუძნებით ჩვენ ვანვითარებთ სხვა პროექტებსაც. BP აგრძელებს ინვესტირებას და პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ამ მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით განხორციელებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე შექსპირისა და რუსთაველის საიუბილეო წლებისადმი მიძღვნილი სპეციალური პროექტი.

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება ​პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42