გიორგი მღებრიშვილის თქმით, დანაშაულთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საზღვარგარეთ ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან უფრო აქტიური და კომპლექსური ბრძოლა იქნება. მღებრიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართვასაც აპირებს.
მღებრიშვილმა განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა:
„სისტემის მოდერნიზაციის და პოლიციის გაძლიერების პროცესი ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციის ცენტრის შექმნით, რომელიც პოლიციის ცენტრალიზებულ-ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს. ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






