"უორდროპის დიალოგი" - საქართველო-ბრიტანეთი პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა - კვირიკაშვილი დუნკანს შეხვდა
პოლიტიკა - 12:34, 24 Nov, 2016     1295
"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

სერ ალან დუნკანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობას და აქტიური პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია საქართველოში.

საუბარი შეეხო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ქართული მხარის შეფასებით, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობას, რისი თვალსაჩინო მაგალითია „ეროვნული სიტუაციური ოთახის" პროექტი.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანელი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ამერიკისა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრექსიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გაარძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42