"თქვენ, საქართველოს კონსტიტუციის გარანტი, არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას" - "გირჩი" პრეზიდენტს მიმართავს
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართავს. გირჩი პრეზიდენტის შეფასებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას გარანტია არ უნდა უჭერდეს მხარს ისეთ წესს, რომელიც ადამიანის იძულებას ისახავს მიზნად.
"საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს: ბატონო პრეზიდენტო, გუშინ თქვენ განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანაკლისის აღმოფხვრის მოტივით. ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა, იცით თუ არა, რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური? სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოსგან ძალადობის შიშით. თავისუფლებააღკვეთილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაციდან სამს, აიძულებთ დგომას სახელმწიფო უწყებების შლაგბაუმებთან და სასჯელაღსრულების ობიექტების კოშკურებზე სხვა თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების სადარაჯოდ. ამ ფორმით თქვენ, საქართველოს კონსტიტუციის გარანტი, არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ შრომა თავისუფალია. გასაგებია, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ქვეყნის უსაფრთხოებაა, რომელსაც თქვენი აზრით, პირადი შემადგენლობის, ადამიანურ ენაზე კი პერსონალის დეფიციტის პრობლემა აქვს და ამ საბაბით ოთხიდან ერთ ადამიანს აიძულებთ დაგიცვათ. იცით თუ არა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ უკვე ათასობით ახალგაზრდას წაართვით ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. იმისთვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცები სახელმწიფოს კლანჭებს დაუსხლტნენ, ისინი, ნამდვილი პატიმრების მსგავსად, საკუთარ სხეულს ფიზიკურ დაზიანებას აყენებენ; საჭიროებისა და სურვილის გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის გახანგრძლივების მიზნით განზრახ არ სწავლობენ და არც გამოცდებს აბარებენ; მიდიან ქვეყნიდან; ერთი წლით საკუთარი თავის გამოსასყიდად გიხდიან 2000 ლარს და ა.შ., კონკრეტული ოჯახის ფინანსური შესაძლებლობისა და ადამიანების კრეატიულობის შესაბამისად. ოთხიდან ერთი ადამიანი, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უკარით თავი, ის ახალგაზრდაა, ვინც გამოსასყიდი ვერ გადაგიხადათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ შეძლო და სხვა მეთოდების გამოყენებაც არ მოინდომა. თავს იტყუებთ ან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ. გვესმის, რომ მთავარსარდლის როლის მორგებას ცდილობთ, მაგრამ იმდენი უნდა გესმოდეთ, რომ თუ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების თავისუფალ ნებას პატივს არ სცემს, მაშინ ამ მოქალაქეებს სახელმწიფოს პატივისცემას ვერავინ მოსთხოვს. პატივისცემით, „გირჩი“.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა