ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, 15 თანამდებობიდან, 12 ენმ-ს, 3 კი „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის. პატრიოტთა ალიანსს კვოტები უკვე გამოყენებული აქვს. ენმ-ს რიგებში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების დარღვევას ცდილობს:
„ის, რაც მოხდა კომიტეტის სხდომაზე, იყო სამარცხვინო, ათვისებული აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ სამივე კვოტა და საერთოდ კვიციანი არც კი უნდა დამდგარიყო კენჭისყრაზე, მაგრამ იმედენად დიდია „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ კვიციანი იხილონ ამ თანამდებობაზე, ამ დარღვევაზეც წავიდნენ, უფრო მეტიც, კომიტეტის თავმჯდომარემ რეგლამენტი დაარღვია, როდესაც მე მოვითხოვე განმეორებითი კენჭისყრა. რეგლამენტში წერია, რომ ამის უფლება მქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ცდილობს, რომ ამ პოსტზე კვიციანი წარადგინოს. სამწუხარო და სამარცხვინოა ეს ფაქტი, ჩვენ კვლავ წამოვაყენებთ ირაკლი აბესაძის კანდიდატურას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






