"მოვუწოდებ ენმ-ს წევრებს და ჩვენს თანამებრძოლებს"- მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა
პოლიტიკა - 10:08, 24 Nov, 2016     10415

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" მე-13 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკგვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. სააკაშვილი „ვარდების რევოლუციას“ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას“ უწოდებს და ამბობს, რომ რევოლუციის მონაპოვარის მოსპობის საშუალებას არავის მისცემს. მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოველენებსაც შეეხო და აქცენტი ენმ-ს მომავალ ყრილობაზე გააკეთა. სააკაშვილის თქმით პარტიამ მრავალრიცხოვანი ყრილობა უნდა ჩაატაროს, რათა თითოეულ აქტივისტს ქონდეს განცდა, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ ნაციონალური მოძრაობის კურსს:


"მეგობრებო, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როლი შეუცვლელია ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა გზას აირჩევს ახლა ჩვენი პარტია: გადაიქცევა ხალხისგან იზოლირებულ ვიწრო პარტიულ ჯგუფად და ამ ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რამაც გაუადვილა ივანიშვილს ამოცანა, დაამატებს ახალ შეცდომებს თუ, ამის საპირისპიროდ, ავანგარდში ჩაუდგება საერთო სახალხო დემოკრატიულ მოძრაობას.

ჩემთან შემოსულია ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დელეგატთა შერჩევის ორი თვისობრივად განსხვავებული წესი.

პირველი წესი ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას 2 ათასი დელეგატის შემადგენლობით, მეორე წინადადება კი, ყრილობის ბევრად უფრო წარმომადგენლობით მოდელს გვთავაზობს - მინიმუმ სამჯერ მეტი დელეგატის მონაწილეობით.

ჩემთვის პირველი წესი არ არის საკმარისად წარმომადგენლობითი, დემოკრატიული და არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. ასევე მიუღებელია ამ ვარიანტში მოყვანილი დელეგატების შერჩევის წესიც. 2003 წლის შემდეგ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს ჩაუტარებია ყრილობა მრავალათასიან დელეგატზე ნაკლები შემადგენლობით. დღეს, გაყალბებული საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს. ამიტომ, დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში. ამას ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვარანაირად ვერ უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა გააჩენს ჩვენი მთავარი ამოცანების მიღწევისთვის უკიდურესად საზიანო განცდას, რომ პარტია არ ისმენს მისი წევრების და ამომრჩევლების უმრავლესობის აზრს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს სხვა არაფერია, თუ არა არასათანადო პატივისცემა საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიმართ.

ეს სრულიად დაუშვებელია!

ეს ყრილობა არის ახალი ეტაპი პარტიის ისტორიაში და ამ ეტაპის უმთავრესი გამოწვევა არის ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა.
მე, ისევე როგორც პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა უმრავლესობა, ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ყრილობა უნდა დაეფუძნოს ხალხის ჩართულობასა და მაქსიმალურად ღია და ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ მიზნის მიღწევას გამორიცხავს ხელოვნურად შეზღუდული ფორმატი.

დღეს ჩვენი პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და მისი პროდასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. თუ ჩვენ საქართველოში გვსურს დემოკრატია, მაშინ პირველ რიგში ამ პარტიამვე უნდა მისცეს ხალხს დემოკრატიულობის მაგალითი.

ამიტომაც, მე მხარს ვუჭერ ყველა რაიონული პარტიის ოფისის დაუყოვნებლივ გახსნას და მუშაობის განახლებას, მათ მიერ დელეგატების შერჩევას და ყრილობის მოწვევის მაქსიმალურად ფართო, დემოკრატიულ, წარმომადგენლობით ვარიანტს, რომელიც მოცემულია ყრილობის დელეგატთა მოწვევის მეორე ვერსიაში; და მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ჩვენს თანამებრძოლებს აქტიურად დაუჭირონ მხარი სწორედ ამ წესს."- განაცხადა მიზეილ სააკაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42