ტელეხიდი ავღანეთთან - ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა
პოლიტიკა - 19:58, 23 Nov, 2016     1759

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა. ლევან იზორია ბაგრამში, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში მყოფ ჯარისკაცებს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ოპერაციების ცენტრიდან ტელეხიდით ჩაერთო, ერთგული და საამაყო სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

"გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას თქვენ ასრულებთ დღეს და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გითხრათ თავდაცვის სამინისტროს, მთავრობის, სრულიად საქართველოს სახელით. ჩემი ემოციაც მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობ თქვენით! არ არსებობს არც ერთი შეხვედრა და საჯარო გამოსვლა, რომელზეც თქვენს ღვაწლს არ აღვნიშნავდე. ერთადერთი დიდი სურვილი რაც გვაქვს, ის არის, რომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ ჩამობრძანდეთ, თქვენნაირი ვაჟკაცები ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სამშობლოში სჭირდება",- მიმართა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამხედრო მოსამსახურეებს.

ტელეხიდის დროს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარუდგინა და შეიარაღებულ ძალებში ახალი ტრადიციის დამკვიდრების - გენერალური შტაბის ახალი უფროსისთვის დროშის გადაბარების ცერემონიალის შესახებ უამბო. ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე პროცესებითაც დაინტერესდა და არსებული გამოწვევებისა და ამოცანების შესახებ სამხედროებისგან ინფორმაცია მოისმინა.

ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცეს გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა ჩიქოვანმაც.

"წმინდა გიორგი იყოს თქვენი მეგზური იმ რთულ საქმეში, რომელშიც დღეს ხართ ჩაბმულნი. თქვენ საქართველოს სახელი გაგაქვთ საზღვრებს გარეთ. რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი და მაღალი წარმოჩინება, საქართველო, ალბათ, ვერ იქნებოდა მსოფლიოში ისეთი ცნობადი, როგორიც დღეს არის", -აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
ლელა ჩიქოვანმა კი, სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ოჯახებში უვნებლად და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42