"გილოცავთ ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავს"- ენმ-ის განცხადება
პოლიტიკა - 18:05, 23 Nov, 2016     3401
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცახადებას ავრცელებს:

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის, ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავია. ვარდების რევოლუციამ კორუფციასა და კრიმინალში ჩაფლულ საქართველოს ევროპული განვითარების შესაძლებლობა დაუბრუნა. 2003 წლის 23 ნოემბერს, საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის წინამძღოლობით უარი უთხრა მექრთამეობას, უმაღლეს სასწავლებლებში „ჩაწყობას“, ორგანიზებული დანაშაულის და სახელმწიფოს შერწყმას და მრავალ იმ მანკიერ მოვლენას რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის „სავიზიტო ბარათად“ იქცა.

გზა ვარდების რევოლუციიდან დღემდე არ ყოფილა ადვილი. საგარეო აგრესიისა და საშინაო სირთულეების მიუხედავად, საქართველომ კოლოსალური მასშტაბის ცვლილებები განიცადა. თუ პოლიციელის მიერ ქრთამის არაღება ან უმაღლეს სასწავლებელში კორუფციის გარეშე ჩარიცხვა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა - დღეს ეს რეალობაა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან საქართველო რეფორმების ლიდერად იქცა. წარსულს ჩაბარდა დენის გრაფიკი და 90-იანი წლებისათვის დამახასიათებელი წყვდიადი. სახელმწიფო სამსახურში მოვიდა უამრავი კომპეტენტური ახალგაზრდა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასი კი სიმბოლურიდან გახდა ადექვატური. ხარისხობრივი ნახტომი განიცადა ქვეყნის ინფრასტრუქტურამ. აღმოიფხვრა კრიმინალის ქრონიკული თარეში, დავიწყებას მიეცა დრო როცა საღამოს საათებში ქუჩაში გასვლა არ იყო უსაფრთხო. საქართველომ განამტკიცა თავდაცვისუნარიანობა, შექმნა ჯარი და პოლიცია. ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობათა ვრცელ ნუსხაში განსაკუთრებულ ადგილი უკავია აჭარის გათავისუფლებას ასლან აბაშიძის კრიმინალური პრო-რუსული რეჟიმისგან.

საზოგადოების დაკვეთით გატარებულმა რადიკალურმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოქალაქეთა მდგომარეობა და, ამავდროულად, ქვეყანას სახელი გაუთქვა საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო იქცა კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების სინონიმად. საქართველოს უსმენდნენ საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი აქტორები; საქართველო გახდა ნატოს წევრობის კანდიდატი და რეალურად დაბრუნდა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე.

ვარდების რევოლუციის იდეალები დღესაც ძალაშია. სწორედ ამ რეფორმებმა გახადა შესაძლებელი, რეგიონის ისტორიაში პირველად, ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით. მიუხედავად იმისა რომ 2012 წლის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა სფეროში მნიშვნელოვანი უკუსვლა აღინიშნება, ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა იმდელად ძლიერია რომ საქართველო წარსულში აღარასდროს დაბრუნდება. ვარდების რევოლუციის რეფორმების წარმატებულობაზე მეტყველებს ის რომ ამ უკუსვლის მიუხედავად საქართველო მაინც რჩება რეგიონის ლიდერად ინსტიტუციური მდგრადობის და კორუფციის დაბალი მაჩვენებლების თვალსაზრისით.

ვარდების რევოლუციამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ევროპულ განვითარებას მტკიცე ფუნდამენტი ჩაუყარა. მტკიცედ გვწამს, რომ საქართველო საბოლოოდ მიაღწევს იმ მიზნებს რომლებიც ყველას გვაერთიანებდა - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას, სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ასევე გვჯერა რომ ჩვენი ქვეყანა მიაღწევს იმ მიზნებსაც რომელთა მიღწევა ვარდების რევოლუციის შემდეგ ვერ მოხერხდა, მათ შორის სრულფასოვნად დამოუკიდებელ სასამართლოსა და შეკავებისა და გაწონასწორების მტკიცე მექანიზმების ჩამოყალიბებას.


გილოცავთ ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავს!"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42