ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი დღეს საქართველოს ეწვევა
პოლიტიკა - 09:05, 24 Nov, 2016     2018
2016 წლის 24-25 ნოემბერს შედგება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში.

დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ცერემონია, რის შემდეგაც მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას.

„უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრა. სამუშაო სესიებზე საუბარი წარიმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე; ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე; კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე;

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და მოინახულეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. მინისტრი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი - „უორდროპის დიალოგი“ 2014 წელს დაფუძნდა, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42