პარტიულ სიაში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებზე გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან.
გუგული მაღრაძეს საპარლამენტო გამოცდილება უკვე აქვს. ეგ უკანასკნელი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრის თანამდებობებს იკავებდა.
მე -9 მოწვევის პარლამენტში ის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.
პროფესიით იურისტი დავით მათიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს. მათიკაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი იყო. ეს უკანასკნელი მმართველ პარტიას ხშირად სწირავდა სოლიდურ თანხებს.
გიორგი ხატიძე სამართლის დოქტორის ხარისხის მქონე იურისტია. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მასალის გამოყენების პირობები






