"მთავარია მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:09, 23 Nov, 2016     2198
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმოდ პირველად აღინიშნება.

გიორგი მარგველაშვილმა დროშის გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშა და შტაბის ხელმძღვანელობა ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა.

,,მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავრია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი'', - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გენერალ - მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სამშობლოს თავდადებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. სიმბოლურია, რომ გიორგობას ჩვენ ვატარებთ ქართულ ჯართან ერთად - იქ, იმ ადგილზე, იმ ხალხთან, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერისა და ხალხის სიმბოლოს, სიმბოლოს -სიკეთის ძალით, სამხედრო ღირსებით და რწმენით სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებისა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმევების საქმეში. დღეს მადლობას ვეუბნებით გენერალ კაპანაძეს სამშობლოს სამსახურისათვის და ახალ მისიას და ახალ ვალდებულებას ვაკისრებთ გენერალ ჩაჩიბაიას.

ბატონო გენერალო, თქვენ ძალიან რთული მისიის შემსრულებელი ხდებით. თქვენ ხართ საოცარი მხედრული ტრადიციების შთამომავალი და იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი, ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა, როგორც ავღანეთში, ასევე სხვა მისიებში. თქვენ ხართ ურთულეს რეგიონში ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალების გენშატბის ხელმძღვანელი.

მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავრია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ არცერთ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი.

მე მჯერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად თქვენ, ამ მნიშვენლოვან მისიას წინ წასწევთ და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში მნიშვნელობანი ფაქტორი იქნებით.

გამარჯვებას გისურვებთ ამ თანამდებობაზე! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42