"აშშ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებთან ერთიანი სამხედრო ძალის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. “შეთანხმების” ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმება, დააბრუნოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უარის თქვას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
"აშშ-ის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან გაიხმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა უზრუნველყოს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






